წერილი მამაცალასგან 2005 წ 8 სექტემბერი

,, ნინოს!

ჩემო ლამაზო, ჭკვიანო, ამაყო და ზარმაცო ქალო, ჩემო პირველო შვილო, მიყვარხარ, მენატრები, დედას დაუჯერე, თუ ისწავლე სხვაზე ზრუნვა? თუ ისწავლე, რომ ამქვეყნად სხვაც არის შენ გარდა? ვიცი შენი გულის, ძალიან ღრმა და წრფელი სიყვარულია შიგნით, ძალიან კეთილი სული გაქვს. შენ გინდა, რომ ყველა შენით იყოს მოხიბლული, აღტაცებული, ყველა შენ გაფასებდეს, უყვარდე, ტაშს გიკრავდნენ და სამაგიერო არ გასცე? მოექეცი ყველას, როგორც გინდა შენ რომ მოგექცნენ. საბოლოო ჯამში, შენ ხარ ჩემი დამტირებელი, უფალმა ინება, რომ კიდევ მეზრუნა შენზე, შენს მომავალზე, არ წამიყვანა ზეცაში. თუ რამე მიწყენინებია მაპატიე, შვილო, მენატრები და გელოდები.

    შენი მამიკო 2005 წელი 8 სექტემბერი”

წინ!

უცებ ვიგრძენი : რაღაც…
,,ყველაფერი იდეალურად! ყველაფერი მაღალ დონეზე!” – მახსენდება რომელიღაც ნაწარმოებიდან ეპიგრაფი.
დავფიქრდი – მე ყველაფერს აუცილებლად…
აუცილებლად…

ყველაფერი გამოვა! ყველაფერი მიიღწევა!
და საერთოდ… ბედნიერება შენებაშია, როცა ყველაზე დიდი სიმძაფრით იღებ სიამოვნებას.
როცა დაღლილს იმედი გიბრწყინავს თვალებში.

ამას უშველის ერთი ღრმად ჩასუნთქვა სუფთა ჰაერის.
ამას უშველის კონცენტრირება.

ყველაზე დიდი სისუსტე საკუთარი თავის შეცოდებააო – კვლავ ვიღაც მოცლილის სიტყვები მახსენდება.

ჩემგან ყველაზე მეტს ელიან. ჩემში ეჭვი არ შეაქვთ. მუდამ ჰგონიათ, რომ მე ყველაფერი ვიცი. მღლის.
მხოლოდ დღეს ერთმა თქვა ოდნავ იმჭვნეულად. ჰაჰაააა აი ეს მინდოდა!!! ახლა კი დავუმტკიცოთ!!
სხვა გზა არ არსებობს.

სხვა გზა არ არსებობს!
ა-რა!

წინ, მიზნისკენ!
წინ!!!

კიდევ ერთი ნაბიჯი! კიდევ ერთი…
მოიკრიბე ძალა და გადადგი ერთი ნაბიჯი: )

დაინტერესებულთათვის:
სკოლაში არეულობაა-ოქროს მედალზე…
მომიწევს ყველაფრის იდეალურად შესწავლა და გამეორება.
ი დ ე ა ლ უ რ ა დ !

პოსტი არ არის…
თხოვნაა.
არ ვიცოდი როგორ მომეწერა, სად მეპოვნე.
asadiary.wordpress.com/ ჩავწერე და გაუქმებული დამხვდა.
გვანცა… თუ ჩემს ბლოგზე შემოხვალ, დამიკომენტარე, მითხარი, შეცვალე მისამართი თუ…

?

მე და ჩემი კლასი

არ მახსოვს როდის ან რატომ ჩავთვალე, რომ განსხვავებული ვიყავი.
ყველაფერი ბოლოს კი მაინც იმ გზას მიუყვება, რასაც თავიდან დალანდავ.
გუშინ კლასს ვუყურებდი და მივხვდი, რომ მომენატრება. ძალიან მომენატრება.
სიმართლეს თვალს თუ გავუსწორებთ.. კონფლიქტების უმეტესი ნაწილი ჩემი ბრალია. აბა საბაზე (გრიგოლ ხანძთელშია) რომ იტყვი ამპარტავანიაო, არ ხარ ჩასაქოლი? ან გრიგოლის პიროვნებას ,,მთლად” არ მოიწონებ? თუნდაც ,,სიძვის დიაცთან” ურთიერთობისას. რა გასაკვირია, რომ საკუთარმა ნათესავმა იაღოველი მიწოდა :)
როცა ბენ-ტოვიტზე სხვებს ეტყვი, სულმდაბალს რომ უწოდებთ და მიწასთან ასწორებთ, თავად იქცევით (ჩემი ჩათვლით) მის მსგავსად-თქო :)
როცა ქართველი მართლმადიდებლების (დიდი ნაწილის) რწმენას ფუნდამენტალიზმამდე დაიყვან და ამაყად განაცხადებ-მე იმიტომ ვსვამ კითხვებს, რომ ჭეშმარიტი მორწმუნე გავხდეო. (,,მე არ დავდივარ ეკლესიაში, არც მამაოს ვესაუბრები, მაგრამ მჯერა და არ ვსვამ კითხვებს, შენ კიდევ რაღაცებს ეძიებ და საერთოდ რას მოითხოვო” – ჩემი კლასელი :) )
როცა სიყვარულს არ გააიგივებ მხოლოდ – ,,მთავარია ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყოს, რომანტიკულიც!” Continue reading

მაპატიეთ:)

მეცინება.
ასე მხოლოდ მაშინ მეცინება, როცა მიზეზი არ მაქვს.
ისევ ჩემი თვითშთაგონების მეთოდი გამოვიყენე და შუა ოთახში ხტუნვა დავიწყე, შემდეგ საკუთარ თავს სარკეში თვალი მოვკარი და გიჟივით ამიტყდა სიცილი.
შემდეგ 2 წუთის მანძილზე თვალდახუჭულმა მთელი სიამოვნებით წარმოვიდგინე როგორ ვწერდი 4 თემას და ბედნიერებისგან yeahhh-იც კი წამოვიძახე.
შენ! მკითხველო! ხომ იცი, ბედნიერება შენებაშიაო? :)
ჰო და…
რა მინდოდა მეთქვა:
ბლოგს რომ ვკითხულობ, უნებურად დამწერის განწყობა მეც გადმომედება ხოლმე…
მაპატიეთ რა, ჩემს უსიამოვნო განცდებს თავზე რომ გახვევთ.
უნდა ავკრძალო პლეილისტიდან სევდიანი სიმღერები! ვსო!! მორჩა!!!! გადაწყვეტილია!!! ნამდვილად პირდაპირპროპორციულად მოქმედებს.
უბრალოდ… (აშკარად ზედმეტად და გამაღიზიანებლად მიყვარს ეს სიტყვა:დ) დღეს მივხვდი! Continue reading

მინდა გავთავისუფლდე საკუთარი თავისგან.
დავტოვო სხეული და გავფრინდე…

მჭირდება

დავცარიელდი.
ემოციები, დატუქსვით თავმობეზრებულნი, ჩუმად გამეპარნენ.
ანდაც… სიცარიელეც ხომ ემოციაა?

მეორე ოთახიდან გაბმული სიცილი ისმის, დედა და მამა რაღაც ფილმს უყურებენ.
ვერ ავიტანე.
ვერც ავყევი.
კარიც საგულდაგულოდ გამოვკეტე-ჩემს ცუდ განწყობას იდეალური პირობები შევუქმენი. არც მან დააყოვნა. ბოროტი ეშმასავით გადაიხარხარა და მთელ სახეს დაეპატრონა.

გარშემომყოფებთან არ ვწუწუნებ, ეგ კი არა, უკვე ბლოგზეც მერიდება…
ამ დროს აუტანელი ვარ.

ჰო რა, ჰო!!! დაძაბულობა სუნთქვის სიხშირეზეც მეტყობა, ფურცლებზე ჭადრაკის დაფა ჩნდება და ჩემი გონებაც აღარ ეძებს გამომწვევ მიზეზებს, უფრო ზუსტად-ვეღარ…

ვიცი, რომ ახლა უნდა ავდგე, მხრებში ბოლომდე გავიშალო და გავიღიმო. ვუთხრა საკუთარ თავს, რომ მ ე ყ ო ს !!!!
რომ ძალიან გამიმართლა ყველაფერში, რომ ახლა ბედნიერი ვარ და ძალიან მსიამოვნებს ისტორიის სწავლა.
რომ სიცარიელის გრძნობა, რასაც ახლა განვიცდი, სინამდვილეში ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი.
რომ… რომ.. რომ ბევრი რამ.

ახლა რაც ყველაზე მეტად მჭირდება, უბრალო, გულწრფელი და თბილი ღიმილია.

უაზრობაა

…და ყველაზე ძნელი ის არის, როცა აანალიზებ:

უაზრობაა მუდამ განიცდიდე შენს შეცდომებს და სულ საყვედურობდე საკუთარ თავს.
უაზრობაა ყველას მუდამ თბილად ექცეოდე.
უაზრობაა იყო ყოველთვის გულწრფელი.
უაზრობაა უაზრობაა უაზრობაა
უაზრობაა თუნდაც იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ადამიანებს კარგი მოქცევა სხვაგვარად ესმით. თავხედობაში ეზრდებათ და იწყებენ იმის მტკიცებას. რომ შენ გჯობიან. რა უნდა ქნა ამ დროს?
უნდა გადაუარო.
უნდა მიუჩინო საკუთარი ადგილი.
უნდა აგრძნობინო რომ გაჩუმდეს, თორემ…. შიში უნდა ჩაუნერგო.
ადამიანების ნაწილი ჯაყოს გავს, რაც არ უნდა გაუკეთო, ვერაფერს შეცვლი.

და კიდევ!
კეთილი ადამიანის იმიჯი მაშინ ამართლებს, როცა ჩრდილში ხარ, მაშინ ყველას მოსწონხარ, ყველა თანაგიგრძნობს, არავის აწუხებს შენი არსებობა.
საკმარისია გადაუსწრო და მორჩა! დამთავრდა! ვსო!!! რაც არ უნდა ეცადო, როგორც არ უნდა მიუდგე – არაფერი გამოგივა. ამბიციურ წარუმატებელ ადამიანზე საშინელება არაფერია, რომელიც საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენს.

შედარებით მარტივად გადავიტანე, 3 დღე ჩაწითლებული თვალებით დავდიოდი, ახლა უბრალო(?!) გულისტკენაღა დამრჩა.
ამბავს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დავრწმუნდი:
სულაც არ ამართლებს დედამიწაზე – ,,მარჯვენა ლოყაში რომ გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირე”.

წავედი, გავაგრძელე მეცადინეობა, თორემ… თორემ ეროვნულის გამოცდებზე ვერ მიშველის ჩემი დასკვნები :)

წერილი მეორე

დაგივიწყე. ამბიციურ სურვილებში გადავსახლდი.
გავთავხედდი. მხოლოდ რაიმე არგუმენტად გიყენებდი.
შენს იდეალშიც ეჭვი შევიტანე, გავიფიქრე-დედამიწაზე არ გამომადგება-მეთქი.

დავემსგავსე… სხვებს დავემსგავსე.
,,იმიჯიას” ძახილით ვიშორებდი აზრებს, ვსპობდი და ვებრძოდი იმ ოცნებებს, 3 წლის მანძილზე თან რომ მსდევდნენ.
ცაზე ვარსკვლავებს რომ შევხედავდი, შენ მაგივრად სხვა რამ გამახსენდებოდა. ჰო, სხვა რამ..
შენ გრძნობდი იმ სიცივეს, ასე შეუმჩნევლად რომ ჩამოწვა ჩვენს შორის.
შენ ხომ ყველაფერს ხვდები…

ამ წერილს იმიტომ არ გწერ, რომ თავის მართლება დავიწყო. ცდასაც აზრი არ აქვს, შენი გულთმისანობის ამბავი დიდი ხანია ვიცი, მას შემდეგ, რაც ჩემი ნამდვილი მეგობარი გახდი – მე კიდევ თითქმის მიგატოვე…
იცი… ინტერნეტში წავაწყდი შემთხვევით შენს სიტყვებს და ცრემლები ვეღარ შევიკავე, უნამუსოდ მოგექეცი.

მაპატიე რა…

მაპატიე ჩემი გულცივობა, ცინიზმი(ყოველდღიური), უყურადღებობა, უხეშობა, დიდების მსგავსად ყოფნა… ყველაფერი მაპატიე რა..

შენ რომ არა, ვერასდროს ვიგრძნობდი უდაბნოს სილამაზეს, ვერ გავიგებდი რა უნდა მეძებნა ადამიანებში და მეც სხვათა მსგავსად მათ მხოლოდ ფაქტებით შევაფასებდი. შენ რომ არა, ვარსკვლავები ჩემთვის მხოლოდ ციური მანათობელები იქნებოდნენ და მეტი არაფერი. შენ რომ არა… აქ ბევრი რამ შეიძლება დავწერო, მაგრამ სიტყვები შეუფერებლად მეჩვენება, რა უბრალო და არაფრიმთქმელია ეს სიტყვები! უაზრობაა, დროის ფუჭი კარგვაა, ეს წერილიც გარეგანი გამოვლინებაა, მაგრამ ვიცი და მჯერა ჩემში ჩამალულ ემოციას დაინახავ ისევე, როგორც ყუთში დაინახე პატარა ბატკანი.

მიყვარხარ, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ.
მიყვარხარ საკუთარ თავზე მეტადაც.

ჩემო პატარა უფლისწულო, მე დაგიბრუნდი…

_____________
წერილი პირველი 

მოდი, ვიმეგობროთ: )

დრაფტებიდან:

რა მარტივია.
უბრალოდ, დავივიწყოთ ყველაფერი და ვიმეგობროთ, ჩვეულებრივი, და–ძმური მეგობრობით.
ხომ მარტივია?
დამეთანხმე..
მე კარგად გიცნობ, შენც.
რა საჭიროა ეს უხერხულობა, დაძაბულობა, გათვლები, წესები.

აი ასე, უბრალოდ და მარტივად:

ვიმეგობროთ! : )

:*

ჩემი ბლოგითურთ უჩინარ საბურველში გავეხვიე, ჰიტების რაოდენობა 15-50 – მდე შემცირდა და სრულიად გაუგებარი სიამოვნება დამეუფლა, როცა ყველას დავავიწყდი, როცა თავი დაახლოებით ისევე ვიგრძენი, როგორც ბლოგის შექმნის პირველივე დღეებში.
ანუ..
როცა აღარავის ელოდები… არც ერთ კომენტარს…როცა შენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს დღეს შეხველ თუ ხვალ… თუ ზეგ…
როცა სახლში მოსული სწრაფად კრიფავ რამდენიმე მისამართს საძიებო ველში და ახალ პოსტებს მალევე კითხულობ, ოღონდ ძალიან ჩუმად, არ ხმაურობ, არ გინდა საკუთარ თავს დაურღვიო მყუდროება, ვერ იმეტებ გასაწირად.
როცა გგონია, რომ აი საცაა გავა 2 კვირა, 1 თვე, 2 თვე და მთლიანად დაგავიწყდება ინტერნეტ სივრცე, რომ შეძლებ მთელი შეგნებით გადმოსახლდე რეალურ სამყაროში.
როცა ცხოვრება შენს მოსაზრებებს ხმამაღლა დასცინებს და ისეთი მონატრება ჩაგებღაუჭება, რომ ემოციისგან გულზეც მოგიჭერს.
როცა 3 საათი კომპიუტერთან იჯდები და ვერაფრით შეაჩერებ სინამდვილეს, რომ დროს კარგავ.
როცა… ბევრი რამ.

ვიფიქრე და დავსკვენი:
ადამიანები, რომელთა სურათიც კი არ ვიცი, ჩემთვის ბევრად ძვირფასი არიან, ვიდრე ისინი, ყოველ დღე რომ ვხედავ. არ ვიცი მათი მცირეოდენი ბიოგრაფიაც და მაინც ყველაფერი ვიცი. მერამდენედ დავრწმუნდი, რომ თქვენი დავიწყება უბრალო სურვილზე არ არის დამოკიდებული და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდით. მომენატრა ბიენჯი, მომენატრა შუაღამის საუბრები და ა.შ.
იცოდეთ: მე ხშირად უკვალოდ, მაგრამ არ გივიწყებთ, ან ვერ… :)
ჰო, იმასაც მივხვდი, რომ ხშირად ვირტუალური ურთიურთობები ვირტუალურად რომ დარჩებს ხანდახან უკეთესიცაა.

დღეს 19-ია. ‘ჰეჰე’ :დ
მე რაც შემეხება… პატიოსნად მივყვები აბიტურიენტულ გზას. ვაბარებ ჟურნალისტიკაზე, სავარაუდოდ ილიაში (იესემიც განიხილება შეფარვით :დ), ვემზადები: ქართულში, უნარების მათემატიკაში, ისტორიაში, ინგლისურში და ვერბალურ ნაწილში. რეალურად არ არის ყველაფერი ისე მარტივი, როგორც უყურებენ – უამრავი ნიუანსია, რომელიც ყურადღების მიქცევას საჭიროებს.
ყველაზე მეტად იმის მეშინია, რაც შარშან მომივიდა, წლის ბოლოს ვიჯექი და ვტიროდი, ვიცოდი, მაგრამ ვეღარ ვაზროვნებდი. ისტორიის წერაზე მთელი ღამე მეცადინეობაში ხომ გავათენე, 6სთზე დავიწყე ტირილი და 2 საათი ვერაფრით ვწყნარდებოდი, ბოლოს ისევ დედაჩემმა მიშველა (გაეღვიძა:დ) აი ისე, გულამომჯდარი რომ ატირდებიანნ პატარა ბავშვები და რაც უნდა უთხრა, ვერაფრით დაამშვიდებ :) ამიტომ ღამე ვცდილობ 3-4სთზე ნაკლები არ მეძინოს.
ძალიან მეშინია, მაგრამ არ ვიმჩნევ, მუდამ ვხუმრობ და ვიცინი,როგორც დამრიგებელმა მითხრა, შენნაირი ემოციური ადამიანი თუ ასე ‘მხნედ’იქნებოდა’, არ მეგონაო, არა და…

უფ, რა დრო გასულა. იმდენი მაქვს სასწავლი.. არეულ-დარეული პოსტია, ჩემი გონება სხვა თემებს დასტრიალებს და მაგიტომაც ვერ ვუდებ გულს.
ძალიან მომენატრეთ:*

საქართველო? არა, რეკლამა!

წყალი… წყალი… წყალი? არა, რეკლამა!

ჯერ კიდევ მაშინ, როცა 202 ქართულ ტელესივრცეში ‘ნავარდობდა’ და არც მის დამფუძვნებელს ავიწროვებდნენ თავისუფალი აზრის გამოთქმისთვის, ამავე არხზე გამოჩნდა ერთი მეტად საინტერესო რეკლამა, რომელიც საზოგადოებამ მალევე აიტაცა და როგორც ხუმრობა, ისე მიიღო. მისი გაანალიზება მეც მხოლოდ ამდენი წლის შემდეგ შევძელი, უფრო სწორად მას შემდეგ, რაც 99 ფრანკს გავეცანი.

რა არის რეკლამა? რა დანიშნულება აქვს მას და საერთოდ, რატომ იხარჯება მისთვის ასეთი დიდი თანხები?
,,კაცობრიობა რომ მონების ბრბოდ ექცია, რეკლამამ აირჩია მოკრძალევა, მოქნილობა და დამაჯერებლობა. ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის სიტემაში, რომლის წინაშე თავისუფლებაც უძლურია.”
,,ოოჰ, რომ იცოდეთ რა სიამოვნებაა თქვენს ტვინში შეღწევა, შევდივარ და თქვენს მარჯვენა ჰემისფეროში ვათავებ. თქვენი სურვილები თქვენ აღარ გეკუთვნით, რასაც მე გიბრძანებთ, თქვენც იმას ისურვებთ. გიკლავთ ალალბედზე მოისურვოთ რამე.”
– წერს ბეგბედერი.

რეკლამა ბურუსივითაა, თვალს ეფარება და ხელს გიშლის რეალობა ჯანსაღი გონებით შეაფასო.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, საუკეთესო გზაა ადამიანების მართვისა, რომელთაც დაავიწყებ სინამდვილეს და შენ მიერ შექმნილ ილუზიურ სამყაროს დაანახებ.

გრიგოლ რობაქიძე ერთ ძალიან საინტერესო შენიშვნას აკეთებს, რომ ქართველთათვის რაობა ფერით განისაზღვრება (ყველაფერი, არაფერი), ანუ თვალით, მხედველობით. ხელისუფლებაც ჭკვიანურად ითვალისწინებს ამას და ცდილობს ქართველი ერის თვალი ‘გააძღოს.’ გააძღოს გზებით, შადრევნებით, შენობებით… და რა არის ეს ყველაფერი, თუ არა რეკლამა?

პოსტის წერა 202–ზე არსებული რეკლამით დავიწყე. ზუსტად იგივე ხდება დღესაც, ოდნავ შეცვლილი ფორმით. ხალხი ყვირის: სამსახური… სამსახური… მთავრობა ეკითხება: სამსახური? არა, რეკლამა! და ჩამოჰყავს იგლესიასი, სტინგი, შერონ სტოუნი და ა.შ.

და რას გავს დღევანდელი საქართველო? ჭრაჭუნა, ფერად ქაღალდში შეფუთულ უხარისხო, უგემურ შოკოლადს, რომელსაც ლამაზი ფორმა აქვს. საკმარისია ჩაკბიჩო და… ყველა იმედი გაგიცრუვდება. თუმცა არც ეგაა პრობლემა, დაგარწმუნებენ, ათასჯერ შეგახედებენ, გაგიმეორებენ და ერთ დღესაც შენ აღიარებ, რომ… მაშინ შეფასებისას შემცდარხარ :დ სოფისტიკის შესახებ ხომ გსმენიათ, ჭეშმარიტებაც ხომ იმდენია ამ ქვეყნად, რამდენი ადამიანიც :დ

პროქტერის ასეთი გამოთქმა არსებობს – ”ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნევთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისინი კრეტინები არიან.”
განათლებული ლიდერები გვყავს ჩვენ, არც ერთი წამით ავიწყდებათ. ჭკვიანი იყო არქიფო სეთურიც. არ გიფიქრიათ, რომ ნატოსკენ გზა ისევე არასწორადაა აღებული, როგორც არქიფოს ‘დაგეგმარებული’ გვირაბი?

ჩვენ ვცხოვრობთ ერთ დიდ რეკლამაში, სადაც მუდმივად გვიმტკიცებენ, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა, რომ ეკონომიკა თურმე ძალიან დიდი სისწრაფით პროგრესისკენ მიექანება (მერე რა, რომ საშუალო ბიზნესი თითქმის აღარ არსებობს), რომ უამრავი რამ კეთდება (მერე რა, რომ სინამდვილეში დაბალი ხარისხის მასალაა), გვეუბნებიან, რომ კორუფცია მოისპო და უკვე შენი შრომით ყველაფერს მიაღწევ (მერე რა, რომ ჩემი მამიდაშვილები, რომლებმაც მაგისტრატურა ლონდონში დაამთავრეს, ჩამოვიდნენ და სანამ ნაცნობობით არ დაიწყეს მუშაობა, ისე არავინ არსად მიიღო), გვეუბნებიან, რომ ყველაზე მაგარი ერი ვართ და ა.შ.

და რა ხდება სინამდვილეში?
სინამდვილე არც თუ ისე სახარბიელოა, ამიტომ სჯობს ცხოვრებას თვალი ავარიდოთ , ვერშემდგარ რეალობაზე ვიოცნებოთ და როგორც ერთ-ერთი ბლოგის ავტორი დასაწყისშივე გვამცნობს:

,,დახუჭული თვალებით ადვილია ცხოვრება”

დავხუჭოთ თვალები, ოღონდ ერთად, სინქრონულად და პრობლემებს მაინც მიხედავენ, ვინმე ხომ მაინც გამოჩნდება-ოდესმე….: )

ჰეი

არავინ გრძნობთ რომ თანდათანობით გიჟდებით?
ან რა ვიცი, მაგგვარი :დ
თუ ვინმეს ნეირონები ასევე აგზნებულ მდგომარეობაშია, შეუძლია გამომეხმაუროს.

მაშინ თავს აღარ ვიგრძნობ მარტოდ და ჩავთვლი, რომ მხოლოდ მე არ მივიწევ ნერვოზისკენ ამ ქვეყნად :დდ

no title

,,სახლში რომ მივალ… დავიწყებ მათემატიკით, შემდეგ ინგლისურს გავიმეორებ, დავწერ და გადავალ სკოლის გაკვეთილებზე, ანუ დარჩენილია ქიმია, გეოგრაფია და ისტორია. წესით 3სთ–მდე უნდა მოვრჩე, წესით…’’ – ვფიქრობ და ვგრძნობ როგორ ღვივდება ჩემში გაღიზიანების მარცვალი. უკვე ყველაფერს ჭკუიდან გადავყავარ, ნებისმიერ ხმაურს – ხმამაღალს თუ უბრალო ფაჩუნს. ოჯახში აკრძალვები დავაწესე – მე რომ სახლში ვარ, კომპიუტერი გამორთული უნდა იყოს (ჩემს ოთახშია), ჩემი ორივე ძმა უნდა იჯდეს და ან მეცადინეობდეს, ან ხატავდეს, ან ტელევიზორს უყურებდეს, არ მანაღვლებს, მთავარია ტვინი არ გაბურღონ – ე.ი. აღარ უნდა მოაწყონ ‘სპარინგები’, აღარ უნდა გამოეკიდონ ერთმანეთს ცოცხებით და მათით ‘ფარიკაობის’ გამართვაზე ხელი უნდა აიღონ, აღარ უნდა ითამაშონ აივანზე ‘ფეხბურთი’ და საერთოდ, ეკრძალებათ ზედმეტი მოძრაობა! მიდი და გააგებიანე, თუ შეძლებ, ორივე ხელს ავწევ :დ მამამ მთელი სერიოზულობით გააფრთხილა, იმედი არის, შანსი არა :დ
Continue reading